04:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:28:50, 646 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

თბილისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) იხსნება. სკოლის ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსთვის და ნატოს პარტნიორი და წევრი სახელმწიფოებისთვის თავდაცვის ინსტუტუციური აღმშენებლობის სკოლის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტთან დაკავშირებულები მოლოდინები.

ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ - თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics