11:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:53:08, 1289 ნახვა

მსოფლიო
ტუსკის განცხადებით, ნატო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაახანგრძლივებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაახანგრძლივებს, - ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა ჰელსინკიში ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტუსკის თქმით, სანქციების გახანგრძლივება მინსკის შეთანხმებებთანაა დაკავშირებული.

“ვფიქრობ, ამჟამად ვითარება აშკარაა და ევროკავშირის პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მინსკის შეთანხმებებს უნდა დავუკავშიროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ სანქციებს გავახანგრძლივებთ. ვფიქრობ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, ჯერ კიდევ ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე, ანუ უფრო დაბალ დონეზე იყოს მიღებული”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დააწესეს. საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა სასურსათო ემბარგო შემოიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics