02:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 11:58:28, 1184 ნახვა

მსოფლიო
პუშკოვი: საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო

საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. 

პუშკოვის თქმით, კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ ნატო-ს გაფართოების მცდელობებით დაიწყო.

„ნატო-ს ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას ცდილობდა, როცა საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო“, - განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის მეორე მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა, რომელიც, პუშკოვის აზრით, რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics