01:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 13:14:28, 1118 ნახვა

მსოფლიო
მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულს 108-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში მიგრანტი ბავშვების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება დაადგინა, რომ ქალაქ გაზიანტეპის მიგრანტების თავშესაფრის თანამშრომელი რვა სირიელ ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა.

დამნაშავე სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. მსვერპლთა ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობს. სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დანაშუალი არ უარყო და განაცხადა, რომ მასთან ერთად ბავშვებზე კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ძალადობდა და ამის შესახებ ბანაკის ხელძღვანელებმაც იცოდნენ. მისივე თქმით, სექსუალური კავშირის დამყარებამდე ის ბიჭებს თანხას უხდიდა.

ადვოკატების განცხადებით, დამნაშავის წინააღმდეგ სარჩელი მხოლოდ რვა ბავშვის მშობელმა შეიტანა, სინამდვილეში კი მსვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია.

ცნობისთვის, ნიზიპის ლტოლვილთა ბანაკში 14 000 სირიელი ცხოვრობს. ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც გასულ თვეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics