13:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 15:42:52, 611 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით, რომელიც სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეუქმნის დასაქმებულებს და  სექსუალური შევიწროების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში  სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა.

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი თანასწორობის პრინციპების დაცვასა და დასაქმების ადგილზე შევიწროების პრევენციას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს, საჯარო, თუ კერძო დაწესებულებებს, გაიზიარონ სახალხო დამცველის გამოცდილება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმების დამტკიცებით, დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუწყონ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა 2014 წლის 25 ნოემბერს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics