17:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 11:48:56, 476 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა კომიტეტის თავჯდომარეობის პოსტის დატოვების შესახებ ბიუროს უნდა მიმართონ

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარეობის პოსტის დატოვების შესახებ ბიუროს ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ. 

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი კახიანმა განუმარტა, ბიურო ამ ინფორმაციას პარლამენტს პლენარულ სხდომაზე მიაწვდის. ამის შემდეგ კი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები კომიტეტების თავჯდომარის პოსტებს ოფიციალურად დატოვებენ. 

„კომიტეტის თავჯდომარეებმა გადადგომის თაობაზე  ზეპირი განცხადება გააკეთეს, თუმცა, პროცედურულად მათ განცხადებით უნდა მიმართონ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ ბიურო  ამ ინფორმაციას მიაწვდის პარლამენტს პლენარულ სხდომაზე და ამ მომენტიდან უკვე ითვლება, რომ ისინი  პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარეობიდან გადამდგარები არიან.  ისინი სავარაუდოდ შემდეგ ბიუროზე  განცხადებებს უკვე წარმოადგენენ“, – აღნიშნა კახიანმა. 

მისივე თქმით, კომიტეტების ახალი თავჯდომარეების საკითხი სავარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში განიხილება. 

ცნობისთვის, თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.  კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები თავისი სურვილით დატოვეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ,  ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics