10:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 12:54:44, 1070 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჯონ კერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამ თემაზე რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კერი-ლავროვის საუბრის ამ ნაწილზე არაფერი წერია. განცხადებაში მთიანი ყარაბაღი, სირიისა და ასევე უკრაინის კონფლიქტია ნახსენები.

ჯონ კერიმ რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულება და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაც მოითხოვა.

სერგეი ლავროვთან საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ ბალტიის ზღვაში რუსული ბომბდამშენების ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების გამო პროტესტიც გამოხატა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics