|
2016-04-11 13:32:42, 672 ნახვა
სამხედრო
ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა
ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის და სსსტც დელტას მიერ ერთობლივად ორგანიზებული, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა. კურსს სხვადასხვა სამინისტროებიდან მიწვეული მსმენელები ესწრებიან. ტრენინგს უძღვებიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ბრითიშ პეტროლიუმის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ლექციებს წაიკითხავენ სსსტც დელტას გენერალური დირექტორი, ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და NATO-ს ტრანსფორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი. ღონისძიება 15 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, საქართველოს NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი 2014 წლის 17 ოქტომბერს გახდა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა ჩაერთო, რომელსაც ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)