02:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 16:03:11, 387 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: ზურაბ აბაშიძის მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები განიხილეს

"მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები განიხილეს," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის მიერ ნატოს-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე კრიტიკას.
კვაჭანტირაძის განმარტებით, აბაშიძის ინტერვიუ არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს  ნატო-სთან ინტეგრაციის შესუსტების გეგმები აქვს.
"განხილვები მოხდა მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე.საერთო ჯამში, მისი ინტერვიუ ჩემზე  ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებს, რომ ზურაბ აბაშიძე დავუშვათ ამტკიცებს და ავითარებდეს იმ აზრს, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის შესუსტების გეგმები აქვს.კომენტარები, რაც გაკეთდა, კიდევ უფრო ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებდი, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, იყვნენ განსაკუთრბეულად ფრთხილები",-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
 რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics