13:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-27 16:41:04, 699 ნახვა

პოლიტიკა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა.

ამ კონტექსტში, მაია სანდუმ საქართველოც ახსენა და თქვა, რომ "რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".

"მოლდოვა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბითაც ვხედავთ. მე ამაყი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ.

თუმცა, გულს მტკენს საქართველო - ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ", - თქვა მაია სანდუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics