2026-01-16 00:23:16, 704 ნახვა
მსოფლიო
ფრანგული ჯარები გრენლანდიაში მისიას შეუერთდებიან
ფრანგული ჯარები გრენლანდიაში ევროპის სამხედრო მისიაში სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ La Depeche-მა საფრანგეთის არმიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომელმაც დამატებითი დეტალები არ მოგვაწოდა.
ადრე შვედეთმა და გერმანიამ კუნძულზე ჯარების გარკვეული ნაწილის განლაგების შესახებ განაცხადეს სადაზვერვო მისიის ფარგლებში, „რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დანიის მხარდასაჭერად შესაძლო სამხედრო მონაწილეობის მიზნით“.
14 იანვარს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბარომ განაცხადა, რომ პარიზი 6 თებერვალს გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის, აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის მიერ კუნძულზე კონტროლის ხელში ჩაგდების განზრახვის ფონზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,