2026-01-14 18:23:52, 527 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან კომპრომისის მიღწევას ცდილობს.
წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა Politico იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყველა ღონეს ხმარობენ ტრამპთან გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად. ევროკავშირი მიდრეკილია კომპრომისისკენ, რომელიც ტრამპს საშუალებას მისცემს, შედეგი „პოლიტიკურ გამარჯვებად“ წარმოადგინოს.
ევროპელი ლიდერები განიხილავენ ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა ნატოს ფარგლებში არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა და აშშ-სთვის გრენლანდიის მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით დათმობების შეთავაზება.
ბრიუსელი შიშობს, რომ აშშ-ს ზეწოლამ - ძალის გამოყენებამდეც კი - შეიძლება ნატოს და მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემის კოლაფსამდე მიგვიყვანოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,