2015-02-18 12:29:57, 588 ნახვა
საზოგადოება
მეტრო ახმეტელთან ავტოპარკინგის მშენებლობა 2015 წლის სექტემბრამდე გადაიდო
მეტრო ახმეტელის ტერიტორიაზე 2 დონიანი და 160 ადგილიანი ავტოპარკინგის მშენებლობა 2015 წლის სექტემბრამდე გადაიდო.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, ავტოპარკინგის მშენებლობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამის გამო, კომპანიამ თბილისის მერიას პროექტის ვადის გადაწევა სთხოვა.
„აქ საყურადღებოა ის, რომ მშენებლობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დატვირთულია. რიგი ქონებრივი საკითხები მოგვარდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან