14:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 10:44:49, 521 ნახვა

ეკონომიკა
„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის” პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას საქართველოს ბანკის Digital Product Owner, ნინო ნოზაძე გაუძღვება.

ვორკშოპი ონლაინ ფორმატში, Zoom-ში გაიმართება, რომლის დროსაც მონაწილეები  გაიგებენ, როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის ზრდისთვის Ads მენეჯერის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალები და შეთავაზებების შექმნის პროცესი. რაც მთავარია, მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ Ads მენეჯერის პლატფორმით შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს წარუდგნინონ შავი პარასკევის შეთავაზებები.

აღსანიშნავია, რომ შავი პარასკევისთვის, 23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად საქართველოს ბანკისგან დაფინანსდება.

შეხვედრაზე დასასწრებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია  ხმა მიაწვდინოს 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს ბანკის არხებში - SMS-ით, სოციალური მედიით, მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამასთანავე, გააანალიზოს ბიზნესის ანალიტიკა და შექმნას Cashback-ის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics