11:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 20:23:42, 2201 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე ფიზიკურად გაუსწორდა

 გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე ფიზიკურად გაუსწორდა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა, იქ, სადაც აქტივისტები აქციის გასამართად იკრიბებიან

გოცირიძე ხმაურიან საქმეში მონაწილეობს რომელიც 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. 

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.  თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics