06:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 20:17:47, 1157 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ

26 მაისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ საღამოს შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს, ასევე შეკრებილებს შეუერთდებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ.

დღეს დღის განმავლობაში, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართა. დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მარშები და მსვლელობები მოეწყო, საბოლოოდ კი მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეა. მოქალაქეები 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში და გამოხატავენ პროტესტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics