|
2025-05-26 16:14:51, 1153 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან
„დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს“ - ამ სლოგანით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. პარლამენტის შენობასთან მისვლამდე ისინი ფილარმონიასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან, სადაც ასევე პროტესტის მონაწილეები იკრიბებიან. ამის შემდგომ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან და სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“, „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. “აქცია მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ იქნა ორგანიზებული. დღეს სულ სხვა სიტუაციაა, როდესაც აქცია სრულიად საზოგადოებამ დააორგანიზა . პარლამენტთან იქნებიან სტუდენტები, პოეტები, რეჟიმის ტყვეების ოჯახები, პოლიტიკოსები და ა. შ. მთავარია ერთიანობის შენარჩუნება. დღეს შესაძლოა იყოს პროვოკაციები, მთავარია არ წამოვეგოთ პროვოკაციებს და საკადროსად აღვნიშნოთ ეს დღე. დამხობა რეჟიმს და თავისუფლება ტყვეებს”, მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ჭანტურიამ აქციაზე მყოფებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)