02:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 11:47:29, 713 ნახვა

ეკონომიკა
მარტში პროდუქციის წარმოება გაძვირდა

მარტში პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების მარტის თვის ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.5%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.4%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.5 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტებზე (4.5%) და სასმელებზე (6.7%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.71 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2025 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.4 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (4.6%).

გარდა ამისა, ფასების 0.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics