20:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 13:54:18, 734 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა

გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 1553 რეგისტრირებულიდან, შერჩეული 600 მოსწავლე 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლის - ვებგვერდების აწყობას, UI/UX დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, ვებგვერდების პროგრამირებას და მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედია მარკეტინგს.

მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ტექსკოლის ონლაინ კურსები საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ისწავლო იქ სადაც ხარ.

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს. ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მათ მომავალი პროფესიის შერჩევაში თუ იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics