16:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 09:06:29, 9183 ნახვა

სამხედრო
არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან და მკვლელობიდან 7წელი გავიდა

 არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან  7 წელი გავიდა.

 35 წლის ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. დაკავებიდან მეორე დღეს, 23 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადმოსცეს, მრავლობითი დაზიანებებითა და წამების ნიშნებით. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.  

არჩილ ტატუნაშვილი 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისი ტრაგიკული გარდაცვალება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნისა, რომელშიც შეყვანილნი არიან პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში არიან ბრალდებულნი.  

მისი ხსოვნის პატივსაცემად, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა, სადაც მისი დაბადების დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics