08:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 11:28:57, 1123 ნახვა

მსოფლიო
ერაყში აფეთქებას 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში აფეთქების შედეგად 51 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება ბაბილის პროვინციაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. განადგურებულია საკონტროლო პუნქტი და 30-მდე ავტომობილი.

რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს საიდან მოდიოდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics