18:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 21:17:17, 770 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ პარასკევს, 20 დეკემბერს, უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა განაცხადეს.

უკრაინის მხარის გზავნილიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციამ კიევს გადასცა 503 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი: მათგან 403 დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 57 ზაპოროჟიეს მიმართულებით, 12 ლუგანსკის მიმართულებით. კიდევ 31 ცხედარი რუსეთში მორგებიდან გადმოასვენეს.

მოსკოვმა თავის მხრივ 42 ცხედარი მიიღო. რუსი სამხედრო მეთაურის ალექსანდრე კოცის თქმით, გაცვლა მოხდა უკრაინის საზღვარზე, ბელორუსის გომელის რაიონში.

29 ნოემბერს ცხედრების გაცვლისას რუსეთმა უკრაინაში 502 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნა, უკრაინამ კი 52 რუსეთს, შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დანაკარგების დიდი განსხვავება აიხსნება რუსული არმიის აქტიური შეტევით დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics