|
2024-09-26 17:10:52, 329 ნახვა
ეკონომიკა
„მეღვინეობა ბარაკონის“ დამფუძნებელი - სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოში „მეღვინეობა ბარაკონი“ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საწარმოს უკვე გადამუშავებული აქვს 100 ტონა ყურძენი და 100 ტონის გადამუშავებას კიდევ გეგმავს. "კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. საწარმოს დამფუძნებლის, კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში კარგი მოსავალია და ყურძნის ხარისხიც კარგია. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის განხორციელება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. მინისტრთან ერთად საწარმოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)