16:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 12:11:34, 836 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: გიორგი ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის შევარდება პოლიტიკაში

კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში, - ასე აფასებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებებს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ქადაგიძეს რამდენიმე დღე უნდა მოეთმინა და პოლიტიკური განცხადებები მას შემდეგ უნდა გაეკეთებინა, რაც ის თნამდებობას დატოვებდა.

“კარგი იქნებოდა, მოეთმინა და მერე ეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. მე გუშინ შევატყვე, კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, ბატონ ბენდუქიძეს ჰქონდათ იდეა თავის დროზე, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, გაეუქმებინათ ეროვნული ბანკი, როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები. მაგრამ ჩვენ ამ გზით არ მივდივართ. ახლა თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და მერე გააუქმოს, რაც უნდა. თვითონ მთავრობის რეფორმირება როდესაც საჭირო იქნება, გაკეთდება, მაგრამ არა ასეთი მყვირალა განცხადებების ფონზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics