00:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 14:15:20, 854 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე შვედეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შვედეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა  ვაჭრობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება, კულტურა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics