21:04 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 17:11:16, 1023 ნახვა

რეგიონი
შიდა ტურიზმის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს

შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აჭარაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ბლოგერები რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გამომწერებს აქტიურად უზიარებენ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო 15 ოქტომბერს დასრულდება.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კამპანიის მთავარ პრიზს 100, 000 ლარს მოიგებს, ის მონაწილე, რომელიც კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვებს მაქსიმალურ წვდომას, რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 10 მილიონ წვდომას (Reach). გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულს კი 20,000 – 20,000 ლარის მოგების საშუალება ექნება. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბრის ბოლო კვირას გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირებულიყო პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაეზირებინა გამომწერებისთვის, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დაეგროვებინა მაქსიმალური წვდომა და მოეგო კამპანიის მთავარი პრიზები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics