11:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 17:59:05, 2196 ნახვა

რეგიონი
კასპის მერმა სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზაზე, რომლის სიგრძე 1 243 გრძივი მეტრია მიწის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.

„პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 594 999 ლარია და შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.

სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი უკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics