23:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 22:58:51, 1539 ნახვა

კომენტარი
მედვედევი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს ქაღალდი გამოყენებული უნდა იქნას ტუალეტში

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის საკითხს გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ არ არის საჭირო ახსნა თუ სად უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება გამოყენებული და და ნაწერს ტუალეტის ქაღალდის ემოჯი დაურთო.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, სად უნდა იქნას გამოყენებული ეს ქაღალდი", - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics