22:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 18:30:02, 1400 ნახვა

კომენტარი
იუსტიცია - პენიტენციური არ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ უცხოელმა ექიმმა მიიღოს მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში

პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, მიიღოს მონაწილეობა სააკაშვილის მკურნალობაში, - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, უწყებამ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში", სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics