23:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 23:52:41, 1520 ნახვა

კომენტარი
იოსელიანი - ყოველთვის მზად ვარ, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს მისი სურვილის შემთხვევაში

სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის კონსილიუმს, რომელიც პერიოდულად აფასებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან ერთად ის აპირებს შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან, სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, რათა საკითხის ირგვლივ მათი მოსაზრებებიც მოისმინოს.

"თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახს წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით და თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება", - თქვა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics