2021-08-10 15:45:32, 4043 ნახვა
სპორტი
BBC Sport-ის ინფორმაციით, ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენის“ კონტრაქტს დათანხმდა
ლიონელ მესი "ბარსელონას" დატოვების შემდეგ"პარი სენ -ჟერმენის" კონტრაქტს დათანხმდა - ინფორმციას BBC Sport- ის მიმომხილველი გილემ ბალაგე ავრცელებს.
მისი თქმით, ლიონელ მესი დათანხმდა ორწლიან კონტრაქტს პარი სენ-ჟერმენთან და შეუერთდება ფრანგულ კლუბს ბარსელონადან მისი შოკისმომგვრელი წამოსვლის შემდეგ.
„ეს ყველაფერი დადასტურებულია. ლიონელ მესი პსჟ -ს ფეხბურთელი იქნება", - თქვა ბალაგემ BBC Radio 5 Live- ის ეთერში.
შეგახსენებთ რომ, არგენტინის 34 წლის კაპიტანმა დატოვა "ბარსელონა" - ერთადერთი კლუბი, რომელშიც მას ოდესმე უთამაშია - რადგან მათ ვერ შეძლეს ახალი გკონტრაქტის შეთავაზება „ლა ლიგის“ წესებით გამო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,