23:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 13:46:15, 1081 ნახვა

სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა პროფესიული დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სერჟანტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სერჟანტთა მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება. სიტყვით გამოსვლებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სერჟანტთა პროფესიული განათლების სისტემა აქვს. გამომსვლელებმა, ასევე ისაუბრეს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე, ვის სახელსაც ატარებს სერჟანტთა აკადემია.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სერჟანტები, ასევე სასწავლო კურსების ხელმძღვანელები მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“.

დღესვე, სერჟანტთა აკადემიის კურსების - სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპის და სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპის პროგრამების გამოშვების ცერემონიალიც გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის II ეტაპი 43, ხოლო სერჟანტთა საწყისი სამხედრო განათლების II ეტაპი 53 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. 16-კვირიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს დაარსდა. საგანმანათლებლო ქვედანაყოფს 2013 წელს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია, სერჟანტთა საფეხურებრივი განათლების სისტემის შესაბამისად, სასწავლო კურსებს ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics