|
2021-06-23 11:43:31, 1141 ნახვა
სამხედრო
DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა. ორდღიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კურსის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა კორუფციის რისკები და მათი შემცირების მექნიზმები საჯარო სამსახურში, შიდა კონტროლის სისტემა და გენდერი თავდაცვის უწყებაში, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციული რისკების მართვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)