00:21 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 14:55:29, 860 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - „ოქროს სიის" გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

„ოქროს სიის" გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს" სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო.

„ბევრს შეიძლება კიდევ არ მოეწონოს ეს განცხადება,  მაგრამ „ოქროს სიის" გაუქმება იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.  არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო - იმპორტი იყო გაცილებით უკეთეს პირობებში, ვიდრე ადგილობრივი წარმოება,  რაც არ არის სწორი პოლიტიკა. იმპორტზე ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. შეიძლება შეღავათი იყოს პროცედურების ნაწილში და მაგალითად კომპანიებს, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ, ჰქონდეთ პროცედურული შეღავათი. თუმცა, თანხის გადახდასთან დაკავშირებით, შეღავათი არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში, ამიტომ, „ოქროს სია" არ იყო სწორი მოდელი და იყო გასაუქმებელი.  ადმინისტრირების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარების საშუალება მოიტანა იმან, რომ „ოქროს სია" აღარ გავქვს. კიდევ ვიმეორებ, ამ საკითხში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მათ შორის, ბევრი იმპორტიორი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკისთვის და  ასევე,  ფისკალურად ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics