23:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 17:32:21, 546 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემებს

„ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა შევინარჩუნოთ მდგრადობა და აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უწყებაში მიმდინარე პროცესები კანონმდებლებს გააცნო. 

საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან უწყებაში აქტიურად მიმდინარე მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“.

არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

„დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატოში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics