11:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-02 13:22:10, 975 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების მტერი

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუქზე წერს, რომ ბებია-ბაბუის საფლავზე არ უშვებენ და საზოგადოების ნაწილი კიდევ მას თვლის ტრადიციების მტრად.

'პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა, ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე, პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან.

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ. ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური,

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი'-წერს ჯაფარიძე.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში (2 მაისიდან 4 მაისამდე) სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდულია, სასაფლაოებზე მისასვლელი გზები კი ჩაკეტილი. წესის დარმღვევებს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics