00:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:00:33, 710 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგს ყველა პარტნიორი აღნიშნავს და აღიარებს

საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობა პარტნიორ ქვეყნებთან და ნატოსთან, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ინიციატივები - ის ძირითადი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში გადაცემაში „დღის კურიერი“ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, წელს არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და პარტნიორებთან მუშაობის ინტენსივობა არ შენელდება.

„მეტიც, ამ ბოლო შედეგებს, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ყველა პარტნიორი აღნიშნავს, აღიარებს. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო დაჩქარდეს და კიდევ უფრო სწრაფად გადაიზარდოს უფრო რეალურ ნაბიჯებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით 16 ინიციატივაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც ჩვენი ვალდებულებაა.

მან აქვე დაამატა, რომ არებული ინიციატივებიდან ორი უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენების იმპლემენტაციის მიზნით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

მინისტრმა არსებითი პაკეტის განახლებისა და გადახედვის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა:

„ჩვენ თუ რომელიმე კონკრეტულ მიღწევაში გვაქვს შედეგი, ის მიღწევა შეიძლება ჩაიხუროს, ახალი ინიციატივა წარმოიშვას ან არ წარმოიშვას, ანუ ეს პაკეტის გადახედვის მუდმივი პროცესია. წელსაც მოხდება პაკეტის გადახედვა“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების შესრულების შედეგზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებისთვის განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელების შედეგად თავდაცვის ძალებში მივიღებთ ინტელექტუალურად ახალ სახეს, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე შესყიდვების მიმართულებით და ა.შ. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ურთიერთობა აშშ-სთან. როგორც მან განაცხადა, 2023 წელს აშშ-სთან კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი ურთიერთობა და ახალი, 5-წლიანი ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics