2021-02-15 15:46:22, 2089 ნახვა
სპორტი
სარაგბო კლუბების წარმომადგენლები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
სარაგბო კლუბების წარმომადგენლები ხუთშაბათს, 14:30 საათზე, კანცელარიასთან, გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ისინი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების აპროტესტებენ.
ამის შესახებ ბრიფინგზე ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხიძემ განაცხადა.
„ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ. უნდა გავაშიშვლოთ ყველა ის ადამიანი, ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, ვინც ამაში მონაწილეობდა.
პრემიერ-მინისტრისკენ იშვერენ ხელებს რიგი თანამდებობის პირები.
დავაანონსეთ აქცია ხუთშაბათს კანცელარიასთან 14:30 საათზე“ - განაცხადა ბობა კვინიხიძემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირი 30 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან