2015-10-04 18:50:04, 759 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტერიტორიაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება“, – აცხადებენ სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი, I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილის ოჯახს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან