12:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 08:51:55, 653 ნახვა

დავით ბაქრაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში

დარწმუნებული ვარ ხვალიდან, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია მისული საარჩევნო უბანზე და მოლოდინიც ოპტიმისტურია.

„ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი დიდი ხანია, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება. მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს, ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics