15:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 15:43:29, 829 ნახვა

სამართალი
მერაბ ტურავა: მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, ავადმყოფობა არ არის

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადებით,  გიგი უგულავას საქმის  გადაწყვეტილებზე ხელის არ მოწერის მიზეზი ჯანმრთელობის მდოგმარეობა არ ყოფილა. 

ტურავას განმარტებით,მას საშუალება არ მიეცა, საქმის სარეზოლუციო ნაწილს გაცნობოდა. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ერთკვირიანი ვადაა საჭირო. 

„აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა. დღეს მოსამართლეები და გიორგი პაპუაშვილი მოვიდნენ და უნდოდათ ხელი მომეწერა. მაგრამ ავუხსენი, რომ არც ერთი მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს სანამ კარგად არ წაიკითხავს“, – აღნიშნა ტურავამ. 

მოსამართლის შეფასებით, როდესაც მოსამართლე მზად არ არის გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ, ეს ზეწოლაა. 

„აქამდე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა“, – აღნიშნა ტურავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics