18:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 13:33:55, 755 ნახვა

სამართალი
პაატა ზაქარეიშვილის უწყების ვებგვერდი გატეხეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 

შედეგად ვებგვერდი მიუწვდომელი დღეს, 1:00 საათისთვის გახდა. Smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ამჟამად აპარატის ვებგვერდი დაბლოკილია, facebook გვერდი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics