15:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-26 11:08:25, 6665 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების ახალი საავტომობილო საშუალებებით აღჭურვის პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა. ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.

ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება, მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები - გერმანული „MAN“, იტალიური „IVECO“ და ამერიკული „FORD“. პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics