13:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 11:43:06, 841 ნახვა

სხვადასხვა
ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის, გენერალ-მაიორ  ლევან გვაზავას ჯანმრთელობის  მდომარეობა კვლავ მძიმეა.

გვაზავას მკურნალი ექიმის კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„ჯერჯერობით პაციენტის მდომარეობა მძიმეა.  მას გვიან  ღამით სახის არეში გაუკეთდა ოპერაცია. გვაზავა დაჭრილი იყო სახის არეში“,-განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ცნობისთვის, თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილი იქნა ლევან გვაზავა.  ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics