20:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 16:00:17, 1015 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიაში სატვირთო მანქანის საბარგულში 71 ცხედარი აღმოაჩინეს

ავსტრიაში მიტოვებული სატვირთო მანქანის საბარგულში 71 ცხედარი აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულები სირიელი მიგრანტები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გარდაიცვალნენ.

59 მამაკაცი, 8 ქალი და ოთხი ბავშვი დაახლოებით ორი დღის წინ დაიღუპნენ.

მიგრანტები უნგრეთიდან ავსტრიაში ცდილობდნენ გადასვლას. მომხდართან დაკავშირებით უნგრეთში ოთხი ადამიანი დააკავეს, ბულგარეთის სამი მოქალაქე და ერთი ავღანელი. ავსტრიის პოლიციის ვარაუდით, მომხდარზე პასუხისმგებელი უნგრულ-ბულგარული დაჯგუფებაა, რომელსაც მიგრანტები ევროპაში უკანონოდ გადაჰყავს. ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია, მხოლოდ გასულ თვეს საზღვრის გადაკვეთა ასი ათას ადამიანზე მეტმა მოახერხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics