22:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 10:43:23, 4071 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - ჩემი დაპირება - ვაზნების ქარხნის მშენებლობა რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ

„ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება” - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემაში საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული ვაზნების ქარხნის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ის ქართულ ჯარს დაუტოვებს.  

„ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის წარმოების სრული ციკლი. მე შემეძლო მარტივად საჩვენებლად გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გავაკეთე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხელწერა. მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ ან მადლობა მითხრას ან საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე  საფუძვლიანად და ყოველთვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ საქმეს ვაკეთებ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics