|
2015-08-18 10:09:46, 546 ნახვა
სამართალი
შსს-მ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ქ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა ქ. თანმხლებ პირებთან ერთად, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც, გაუფრთხილებლობით, იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს, მცხეთაში დააკავეს. თანამზრახველების დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)