2020-03-29 12:12:18, 16531 ნახვა
ომი უკრაინაში
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობა მძიმე არაა და გორის ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ექვსივე მათგანი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და არიან სამოქალაქო პირები, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობების გამო ჰქონდათ ერთმანეთთან შეხება.
„რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - ესენი არიან სამოქალაქო პირები. მიმდინარეობს პირველწყაროს მოძიება და ვერ ვიტყვით რა სიტუაციაა, ექვსივე გორშია გადაყვანილი და არაა მათი მდგომარეობა მძიმე", - ამბობს მარინა ეზუგბაია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,