2020-03-28 18:27:12, 26387 ნახვა
ომი უკრაინაში
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტი დაემატა
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა და საერთო რაოდენობა 15-ს შეადგენს.
როგორც რატიანმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებს დაემატა სამწუხაროდ ერთი და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი”, - განაცხადა რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,