22:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-11 16:59:25, 950 ნახვა

მსოფლიო
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო

ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ იტყობინება News Nation-ის ჟურნალისტი კელი მეიერი. ამასობაში, CBS News, აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ვაშინგტონი არ დათანხმდა ირანის არცერთი აქტივის მოხსნას.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შარიფი შეხვდა აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიტკოფი და ტრამპის სიძე, კუშნერი.
პარლამენტის სპიკერის, ღალიბაფის ხელმძღვანელობით ირანის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შარიფმა მიიღო. დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამასობაში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბეკაიმ, რომელიც ასევე ისლამაბადშია, განაცხადა, რომ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ცეცხლის შეწყვეტა დროებითი ზავის პირობა იყო. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ თეირანი მუდმივ კონტაქტზეა ლიბანში თავის ელჩთან, რომელიც ადგილზე არსებულ უახლეს ვითარებას აცნობებს.

ადრე, Reuters-მა, ირანის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი დათანხმდა ყატარსა და სხვა ქვეყნებში ბანკებში გაყინული ირანის აქტივების მოხსნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics